არასწორმა პროგრამული უზრუნველყოფამ, არალიცენზირებული და არაავტორიზებული დანამატების და თემების ინსტალაციამ, შეიძლება საფრთხე შეუქმნას საიტის უსაფრთხოებას(დაავირუსოს). ამ ტიპის დანამატები და თემები უარყოფით გავლენას მოახდენს, არამხოლოდ უსაფრთხოებაზე არამედ საიტის სიჩქარეზე. რაც პირდაპირ აისეხება მომხმარებლის დამოკიდებულებაზე თქვენი საიტის მიმართ. რაც ზიანს მიაყენებს ბრენდის რეპუტაციას მეტიც, შესაძლებელია დავირუსებულმა ფაილებმა მესამე პირთათვის საჯარო გახადოს როგორც თქვენი, ისე მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, რამაც შეიძლება ფინანსური პასუხისმგებლობა დაგაკისროთ.
ამიტომაც თქვენი ვებ-გვერდის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია. არსებობს უამრავი გზა, რომელიც საიტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
სტატიაში ვეცდები განვიხილო რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა.
თუ საიტი უკვე დავირუსებულია?
შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც კი იცოდეს, რომ საიტი უკვე დაზიანებულია და დავირუსებული ფაილებია გაშვებული. ვირუსების პოვნა არ არის მარტივი. ინტერნეტში არსებობს უამრავი ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ დაასკანიროთ თქვენი ვებ-გვერდი. ( მაგალითად :Sucuri SiteCheck ) თუმცა ამ ტიპის სკანირება არ იძლვეა 100% შედეგს.გაითვალისწინეთ, რომ უმნიშვნელოვანესია საიტი განთავსებული იყოს სანდო ჰოსტინგ პროვაიდერთან,რომელიც რეგულარულად ანახლებს თავის სერვერებს და იყენებს უსაფრთხოების მხარდაჭერებს ( მაგ როგორიცაა imunify360 რომელსაც არამხოლოდ პოვნა შეუძლია ვირუსის არამედ ” გამრავლებაშიც” შეუშლის ხელს)
ლოკალურისთვის გირჩევთ: Hostnodes • ჰოსტნოუდსი
განახლებები
wordpress საიტის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია განახლებები. მუდმივად განაახლეთ ვორდპრესის ძრავი, თემები და დანამატები. განახლებები გარდა ფუნქციური ცვლილებებისა, ხშირად შეიცავს უსაფრთხოების შესწორებებს, რაც პოტენციურად მეტად უსაფრთხოს ხდის თქვენს ვებ-გვერდს.
თემები და დანამატები ყოველთვის გადმოიწერეთ ლიცენზირებული და ავტორიზებული წყაროებიდან. 100% უარი თქვით განულებული და გაურკვეველი წარმომავლობის თემებზე და დანამატებზე.
ავტორიზაციის მონაცემები
არ გამოიყენოთ დეფაულტ მომხმარებლის დასახელებები (user,admin,admi1 და ა.შ), არ გაიმეოროთ დომენური დასახელება მომხარებლად. გამოიყენეთ რთული პაროლების კუნსტრუქცია (მაგ: m#$or;Qo5), ბუნდოვანი მომხმარებლის სახელები. თქვენი პაროლი უნდა შეიცავდეს ასოების, რიცხვებისა და სპეციალური სიმბოლოების შემთხვევით ასორტიმენტს. რეკომენდირებულია პაროლის შეცვლა ყოველ 90 დღეში.
უსაფრთხოების დანამატები
თქვენი WordPress ვებსაიტის უსაფრთხოების გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის უსაფრთხოების დანამატების დაყენება. არსებობს ამ ტიპის უამრავი დანამატი. მაგალითისთვის
Login Lockdown არის WordPress-ის უფასო დანამატი, რომელიც ზღუდავს შესვლის მცდელობების რაოდენობას. თუ გარკვეული რაოდენობის შესვლის მცდელობა ერთიდაიგივე IP დიაპაზონიდან განხორციელდება განსაზღვრულ დროში, მაშინ დანამატი ბლოკავს ყველა შემდგომ მცდელობას ამ IP დიაპაზონიდან. რაც ხელს უწყობს საიტის უსაფრთხოების გაზრდას
სარეზერვო ასლი ( ბექაფირების პოლიტიკა)
რაც არ უნდა ლიცენზირებული და ავტორიზებული თემები და პარამეტრები გამოვიყენოთ, როგორც უკვე ვთქვით 100% სანდრო არაფერია, ამიტომ აუცილებელია გვქონდეს საიტის სარეზერვო ასლი. თუ მოხდა ისე, რომ დაკარგეთ საიტის მონაცემები, ან მისი შინაარსი, სარეზერვო ასლი დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და ფული და ასევე დიაცვათ თქვენი ბიზნესი.
“ბექაფი ყველგან და ყოველთვის”