საქართველოში ძალიან პოპულარულია ვორდპრესი პლატფორმაზე გაშვებული ვებგვერდები,დღითი დღე მათი რიცხვი უფრო იზრდება.

ვორდპრესის უდიდესი დადებითი მხარეა ,რომ არსებობს ათასობით მზა დანამატი (პლაგინი) და თემები რომელთა გამოყენებით მარტივია სხვადსხვა ტიპის ვებგვერდის შექმნა,არსებობს როგორც უფასო ისე ფასიანია თემები და დანამატები.

 დარწმუნებული ვარ როდესაც ვებ გვერდის შექმნა გინდათ ვორდპრესზე იყენებთ საძიებო სისტემას,ძებნის შედეგში აუცილებრად შეგვხდებათ სხვადასხვა ტიპის პრემიუმ დანამატი თუ თემები ,ჰო ზედმეტი ხარჯის გაღება არავის გვიყვარს განსაკუთრებით ქართველებს,ამიტომაც ბევრი თქვენთაგანი იწყებს ფიქრს და პოულობს გზებს ისევ საძიებო სისტემით პრემიუმ დანამატების და თემების “უფასოდ” მისაღებად,არამარტო მხოლოდ პირადი ვებგვერდებისთვის არამედ სამწუხაროდ ძალიან ხშირად დამკვეთის ვებგვერდებსაც გამოტენიან “დეველოპერები” განულებული პლაგინებით და თემებით,ამას სუბიქტური მიზეზი აქვს,ბაზარზე არსებული დაბალი ანაზღაურება,თუმცა ეს არ არის გამართლება.განულებული დანამატების და თემების გამოყენება საზიანოა თქვენი ვებ გვერდებისთვის. ამ ბლოგში ვეცდები რამდენიმე მიზეზი გაჩვენოთ თუ რატომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი?!

 განულებული თემა ან დანამტი არის პრემიუმ დანამატის ან თემის პირატული ასლი. ეს პირატული ასლი მოდიფიცირებულია ისე ,რომ ინსტალაციისთვის არ ჭირდება ოფიციალური ლიცენზიის გაშვება.ანუ თავდაპირველი კოდის სტრუქტურა დარღვეულია. მოცემულ ბლოგში არ ვაპირებ სამართლებრივ ჭრილში ამ პრობლემაზე საუბარს,თუმცა ეს საკითხიც საყურადღებოა და შეიძლება კანონთან პრობლემებიც შეგექმნათ.

 დანამატები და თემები მუდმივად ნახლდება ოფიციალური წყაროს მიერ,უსაფრთხოების ხარვეზების აღმოსაფხვრელად, პირატული ვერსიებისთვის განახლებები მიუწვდომელია,თუმცა ეს არ არის ყველა ცუდი რამ,ძალიან ხშირად ადმიანები რომლებიც მათ ანულებენ გამიზნულად ჩააშენებენ ვირუსებს ფაილებში,კორონას არა?!,ეს სხვა ტიპის ვირუსებია,რომლებსაც შეუძლიათ დააზიანონ თქვენი ვებ გვერდი,გამოიწვიონ სერვერული რესურის სხვა მიზნებისთვის ჭარბი მოხმარება,ჩააშენონ სხვადსხვა ლინკები და რეკლამები ვებსაიტზე,თქვენ მომხარებლებს შეუქმნან დისკომფორტი,მესამე პირს გადასცენ როგორც თქვენი პირადი ინოფრმაცია ასევე თქვენი მომხარებლების,გამოიწვიონ საიტის გათიშვა ა.შ,რათქმაუნდა ეს ყველაფერი თქვენი ვებგვერდის მიმართ მომხარებელს არ შეუქმნის დადებით განწყობას,რითაც იზარალებთ.

 გამოუცდელი თვალისთვის ამ ტიპის ვირუსების პოვნა შეუძლებელია,როცა მათ თქვენ უკვე შეამჩნევთ ძალიან გვიანია,გამოუსწორებელი შედეგი უკვე დამდგარია და თქვენ აუცილებრად გჭირდებათ კარგი დეველოპერი ,რომელიც თქვენს ან სხვის მიერ დაშვებულ შეცდომების გამოსწორებას ეცდება,თუმცა ეს ხშირად შეუძლებელიც კი ხდება.

 ის რაც ყველა ვებ გვერდის მფლობელს აეირთიანებს არის სურვილი მისი საიტის მაღალი რეიტინგის მიღების საძიებო სისტემაში.
დღეისთის თითქმის შეუძლებელია კარგი გაყიდვების წარმოება,საკუთარი ბლოგების თუ მომსახურების გავრცელება საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის გარეშე (სეო).
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია კომპლექსური სამუშაოა,მაღალი რეიტინგის მიღებას დიდი დრო და ფინანსური რესურსი ჭირდება,ერთმა პირატულმა დანამატმაც კი შეიძლება თქვენი საძიებო სისტემის შედეგი ჩამოშალოს.

 მე უკვე ვახსენე ვირუსები,საძიეობო სისტემებს (განსაკუთრებით googl-ეს ) არ უყვარს ვირუსები,თუ ისინი ჩათვლიან რომ თქვენი ვებ გვერდი მავნებლობს ,შეიძლება სამუდამოდ დაგბლოკონ საძიებო სისტემაში,ეს სასიკვდილო განაჩენია ვებსაიტისთვის!

 განახლებების არ ქონამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი სხვა უფასო თუ ლიცენზირებულ დანამატებთან ან თქვენი საიტის დიზაინთან,გამოუცდელისთვის შეუძლებელი იქნება ხარვეზის მიზეზის პოვნა.

 ასევე შეიძლება თქვენი პრემიუმ დანამატის თუ თემის ავტორისგან რაიმე ტიპის რჩევის მიღება დაგჭირდეთ,პირატული დანამატების თუ თემის ქონის შემთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ ტექნიკურ დამხარებას ამ დანამატების და თემების ავტორებისაგან,თანაც ძალიან ხშირად მსზაგვს საიტებზე მუშაობისგან თავს იკავებენ სხვა დეველოპერები,შესაბამისად თქვენ ან გრჩებათ დახარვეზებული საიტი ან თავიდან გიწევთ საიტის აწყობა და გამართვა,რაც მეტ ხარჯთან არის დაკავშირებული, გარდა იმისა,რომ კარგავთ დროს, კარგავთ მომხმარებელსაც,მათ თქვენ ვებსაიტი სანდოდ ნამდვილად არ მოეჩვენებოდათ.ადამინური ფაქტორიც უნდა გახსოვდეთ,ამ დანამატებს და თემებს ადამიანები წერენ,რათქმაუნდა მათ შეიძლება ძალიან უყვართ თავიანთი საქმე,მაგრამ ფინანსური უზრუნველყოფაც ჭირდება,თუ ყველა ჩვენგანი განულებულ ფაილებს “დავეუფლებით ” მათ ვუკლავთ სტიმულს რაიმე ახლის და გაუმჯობესების შექმნის,ესეც ჩვენზე აისახება,ინტერნეტი და მისი პრინციპები მუდმივად ნახლდება და ჩვენმა ვებსაიტმა მას მხარი უნდა აუბას.

 საზიარო ტიპის ვებ ჰოსტინგებზე დავირუსებული საიტის განთავსება პრობლემას უქმნის როგორც ჰოსტინგ პროვაიდერს ისე ამავე საზიარო IP მისამართზე არსებულ საიტებს,თქვენ შეიძლება საკუთარი ინტერესის გამო სხვების ცხოვრება მნიშვნელოვნად დააზიანოთ.

 ხშირად უფასო დანამატი ან თემა შეიძლება საკმარისი იყოს თქვენი მიზნისთვის,გამოიყენეთ საძიებო სისტემები ,იპოვეთ ალტენატივები ან აიყვანეთ შესაბამისი კადრი,დეველოპერი  რომელიც გაგიმართავთ თქვენ ვებგვერდს.

 და მაინც ღირს 100-200$ საპირწონედ ამ ყველაფერის გაღება,უმეტესი პრემიუმ თემების და დანამატების ღირებულება არ აღემატება ამ ზემოთ აღნიშნულ თანხას. გახსოვდეთ მზგავსი ტიპის ვებსაიტებთან საფინანსო ორგანიზაციები საქმიანი ურთირთობისგან თავს იკავებენ.